საქართველოს ხალხის სახელით, 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციას პეტიცია გაუგზავნეს.
საერთაშორისო საზოგადოებისადმი წარდგენილ დოკუმენტში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან – ქალები, კაცები, თავადაზნაურები, გლეხები, მასწავლებლები, მრეწველები, სასულიერო პირები –აპროტესტებდნენ რუსეთის მიერ საქართველოს ანექსიას, მოითხოვდნენ საქართველოდან რუსეთის ჯარების გაყვანას და საქართველოს სრულ პოლიტიკურ ავტონომიას.
პეტიცია ქართველმა ანარქისტმა ვარლამ ჩერქეზიშვილმა შეადგინა, ხელმოწერების პროცესიც ისე წარიმართა, რომ რუსეთის იმპერიის ჩინოვნიკების ყურამდე ამბავი არ მისულა.
117 წლის წინათ შედგენილი პეტიცია, რომელსაც 3 ათასი ადამიანი აწერს ხელს დეტალურად აღწერს რუსეთის სასტიკ ქმედებებს საქართველოში – გადასახლებას, დახვრეტას, სოფლებისა და ქალაქების აწიოკებას...
კონფერენციის ყველა მონაწილეს გადაეცა ქართველი ხალხის პეტიცია, საერთაშორისო საზოგადოებამ გაიგო რუსეთის მიერ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატის დარღვევის, საქართველოს ანექსიისა და საქართველოში განხორციელებული აგრესიის შესახებ.
„ასი წლის შემდეგ პირველად იყო, რომ ქვეყნიერებამ საქართველოზე დაილაპარაკა“, აღნიშნავდა ვარლამ ჩერქეზიშვილი.
ქართველი ხალხის პეტიცია, 1907 წელი...
#რუსეთიოკუპანტია გახსოვდეს #ესქვეყანაშენია