en
ge

ალგეთის განვითარების ცენტრი და ბენეფიციარების გამოცდილება

ალგეთის განვითარების ცენტრი და ბენეფიციარების გამოცდილება

ქალიქ ასლანოვა და შახზადა კასუმოვა წელს სტუდენტები გახდნენ. ქალიქი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შახზადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გააგრძელებს ცოდნის მიღებას. ორივე „ალგეთის სათემო ცენტრის“ ბენეფიციარები არიან. ცენტრი ბევრ ახალგაზრდას დაეხმარა არაფორმალური განათლების მიღებაში და ბევრი მათგანი უკვე სტუდენტია.

შახზადა კასუმოვა მიიჩნევს, რომ ცენტრი არა მხოლოდ მის განვითარებას, არამედ ადგილობრივ თემში პოზიტიურ ცვლილებებს უწყობს ხელს. ცენტრში მისი მისვლის მოტივაციის წყარო ადგილობრივი თემის იმ წარმატებული და მონდომებული ახალგაზრდების საქმიანობა იყო, „რომლებიც უანგაროდ მუშაობენ ჩვენი განვითარებისთვის და თემის მომავლისთვის“.

ქალიქ ასლანოვა ამბობს, რომ ცენტრის აქტივობებში ჩართვამ ბევრ რამეში შეუწყო ხელი. „გაიზარდა ჩვენი პასუხისმგებლობაც და თვითშეფასების უნარიც. ჩვენ ერთად ვმუშაობთ გუნდის წევრების სუსტი მხარეების დაძლევაში და ინფორმაციის გაზიარებით ვცდილობთ დრო მაქსიმალურად ეფექტურად გავატაროთ.

„ალგეთის სათემო ცენტრი“ 2018 წელს შეიქმნა და მისი მიზანია სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ფორმალური და არაფორმალური განათლება, რითაც განვითარების შესაძლებლობა შეუქმნას მათ. დღესდღეობით ცენტრი ძირითადად მოხალისეობრივ საქმიანობებს ეწევა და მუშაობს შემდეგ მიმართულებებზე: განათლება, გარემოს დაცვა და გენდერული საკითხები. რამდენიმე თვის წინათ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა“ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის მხარდაჭერით „ალგეთის სათემო ცენტრში“ განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აზერბაიჯანელი მოსწავლეები მოამზადეს ეროვნული მისაღები გამოცდებისთვის.

მსგავსი პოსტები