en
ge

ამბავი კიბეზე და 50–მდე მოხალისეზე

ამბავი კიბეზე და 50–მდე მოხალისეზე

დღეს მოგიყვებით კიბის ამბავს, თუ როგორ გადაარჩინა განადგურებას 5 ქვეყნის 50–მდე მოხალისემ 130 წლიანი კიბე.

● თუ ფილმი „დღე უკანასკნელი დღე პირველი” ნანახი გაქვთ, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების კვეთაზე მდებარე ეს გამორჩეული ნაგებობა, ალბათ, გეცნობათ.

● ამ კიბის დღე პირველი კი, დღე უკანასკნელისგან ნამდვილად განსხვავდება.

● ამერიკელი არქიტექტორი თომას იბრაჰიმი თბილისში 2019 წელს ჩამოვიდა და სრულიად შემთხვევით სწორედ იმ სახლში დაბინავდა, რომელსაც ისტორიული კიბე ამშვენებდა. სავალალო მდგომარეობის მიუხედავად, თომას იბრაჰიმი ამ კულტურული ძეგლით თავიდანვე მოიხიბლა.

● როცა მეზობლებს გაესაუბრა, აღმოაჩინა, რომ საკმარისი რესურსი ვერავინ მოიძია მის აღსადგენად, ამიტომ თავად დაიწყო ამაზე ზრუნვა. „ეს კიბე ზედმეტად ლამაზი იყო იმისთვის, რომ გამქრალიყო. იმ დროს არქიტექტურულ ბიენალეზე ვმუშაობდი, ამიტომაც ბევრ პროფესიონალთან მქონდა შეხება. ადამიანთა უმეტესობა პროექტში საკუთარი ინიციატივით ჩაერთო, ყველა - განსხვავებული პროფესიული შესაძლებლობებით. სულ მალე მეზობლებმაც დაიწყეს პატარ-პატარა დეტალებზე ზრუნვა, შეღებეს ეზოს ნაწილიც. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადარჩენაში შეტანილი წვლილით მათ სიამაყის გრძნობა გაუღვივდათ. ჩვენი მიზანიც ხომ ეს იყო: გადაგვერჩინა არა მხოლოდ კიბე, არამედ გაგვეახლებინა სამეზობლო გარემო. მთავარი მამოძრავებელი ყველასთვის საქმის ერთად კეთების სულისკვეთება, კიბის გადარჩენის სურვილი და ვალდებულება იყო“.

● ასე გადაარჩინა 5 ქვეყნის 50-მდე წარმომადგენელმა, თავდაუზოგავი 5–თვიანი მუშაობით, 130 წლიანი კიბე. #გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები