en
ge

ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ

ჩვენი გზა მიდის ევროპისკენ

102 წლის წინათ ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელთა კრებაზე წარმოთქვა დაუვიწყარი და ისტორიული სიტყვებ

„... ბატონებო! გვაქვს საფუძველი სიამაყისა. მოხდა იშვიათი ამბავი. მთელმა ევროპამ, განურჩევლათ პარტიისა და კლასისა, ერთხმათ გვითხრა: კეთილი იყოს შენი დაბადება, კეთილი იყოს შენი მობრძანება! და ჩვენ გვმართებს ეს ერთსულოვანი კურთხევა გავამართლოთ საქმით – გავხდეთ ნამდვილი ევროპიელი. და ამას გავამართლებთ, თუ ჩვენ შემდეგშიაც ვაწარმოებთ იმ პოლიტიკას, რომელსაც ვაწარმოებდით დღემდე; თუ ჩვენ არ გადავსცდებით იმ გზას, რომელზედაც ვიდოდით დღევანდლამდის.

[…] ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ დასავლეთს და თუ ბოლშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავშირზე და ცნობაზე. როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ. ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ. ვიცი, მტრები აყვირდებიან – იმპერიალისტებს ემხრობითო. ამიტომ აქ გადაჭრით უნდა ვსთქვა: მირჩევნია დასავლეთის იმპერიალისტები აღმოსავლეთის ფანატიკოსებს

გააგრძელე წინაპრების დაწყებული საქმე, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები