en
ge

ევროკავშირი საქართველოსთვის

ევროკავშირი საქართველოსთვის

ევროკავშირი საქართველოს ყველაზე მსხვილი დონორია – 2014–2020 წლებში დახმარებამ, 938,4 მილიონი ევრო შეადგინა.

გაიგეთ რომელი სექტორების განვითარებას უწყობს ხელს ევროკავშირი?

საქართველოში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ, 160–ზე მეტ პროექტზე მუშაობენ, როგორც საზოგადოებრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები, ასევე, კერძო კომპანიები და საქართველოს მთავრობა.

ფინანსური მხარდაჭერა სხვადასხვა ფორმით ხდება, იგი მოიცავს გრანტებს, ტენდერებს, შერეულ ფორმებს, სესხებს, გარანტიებს და ასე შემდეგ. 

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერა მზარდია – 2015 წელს 150 მილიონი ევრო იყო გამოყოფილი, 2020 წელს მხარდაჭერამ – 225 მილიონ ევროს მიაღწია. 

2014–2020 წლებში, ევროკავშირი საქართველოს, საერთო ჯამში, 938,4 მილიონი ევროთი დაეხმარა. 

მარტო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 253 მილიონი ევროს ფინანსური დახმარება მიიღო საქართველომ (2014–2020). ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში, სოფლის მეურნეობის სექტორში ახალი კოოპერატივების შექმნა და მათი შესაბამისი ტექნიკით აღჭურვა ევროკავშირის დახმარებით განხორციელდა. 

ეს არ არის ერთადერთი სექტორი, რომელიც ევროპული დაფინანსებით გაუმჯობესდა. ევროკავშირისგან, დახმარების სახით შემოსული თანხა, სექტორებს შორის, ასევე გადანაწილდა:



წყარო: www.eeas.europa.eu/delegations/georgia

მსგავსი პოსტები