en
ge

გვახსოვდეს ისტორია

გვახსოვდეს ისტორია

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ერთ-ერთ პირველ საზოგადოებრივ ორგანიზაციად მოიაზრება, რომელიც 1879 წლის 31 მარტის წესდებით დაარსდა. 1879 -1918 წლებში ორგანიზაციას ხელმძღვანელობდნენ: დიმიტრი ყიფიანი, ივანე ბაგრატიონ მუხრანელი, გიორგი ყაზბეგი, ყველაზე დიდხანს, სიცოცხლის ბოლომდე ილია ჭავჭავაძე.

იმ ხანად სახელმწიფოებრიობის ნიშნები თანდათან ქრებოდა, საზოგადოების უმთავრესი საზრუნავიც სწორედ ეს იყო. საზოგადოების წევრები გადარჩენის ერთადერთ გზად განათლების გავრცელებას მიიჩნევდნენ. 

ათეული წლების განმავლობაში, ორგანიზაცია ხელს უწყობდა სასკოლო–საგანმანათლებლო და საბიბლიოთეკო კერების დაარსებას, ეხმარებოდა თეატრსა თუ საგამომცემლო სახლებს, ეძებდა და აგროვებდა ძველ ქართულ ხელნაწერებსა და ნაბეჭდ წიგნებს, ისტორიულ–არქეოლოგიურ და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, ახალგაზრდებისთვის გასცემდა სასწავლო სტიპენდიებს. 

წევრთა შემოწირულობებთან ერთად, წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ფინანსურად უზრუნველყოფდნენ ქართველი მეცენატები.

მსგავსი პოსტები