en
ge

იდეების აუქციონი

იდეების აუქციონი

„იდეების აუქციონმა“ სამ გუნდს კარგი და საინტერესო საქმეების კეთების საშუალება მისცა: ბაღდათის სოფელ დიმში მცხოვრები ქალები ღია კინოთეატრის მოწყობას, ახალციხეში ბავშვთა და მოზარდთა განვითარების ცენტრი აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და ქცევის სომხურენოვანი თერაპევტის გადამზადებას შეძლებენ. დათო ცინარიძე კი, რუსთავში, საკუთარ ეზოში შექმნილ ურბანულ ბაღს განავითარებს და თანამოქალაქეებისთვის სასაუბრო სივრცედ აქცევს. 

„იდეების აუქციონი“ სხვადასხვა ჯგუფებს ეხმარება საკუთარი იდეები წარუდგინოს აუდიტორიას და მათგან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვონ. მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის დაფინანსების ფორმა, რომელიც აკავშირებს თანხის პოტენციურ გამცემსა და იდეის ავტორს. მექანიზმს „ქრაუდფანდინგი“ ანუ სახალხო დაფინანსება ჰქვია, რომელიც წამოიწყო საქართველოს სტარტეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრმა (CSRDG) და პირველი აუქციონიც ახლახანს გაიმართა, სამმა გუნდმა აუდიტორიისგან, მოსალოდნელზე მეტი მხარდაჭერა (20, 900 ლარი) მიიღო. ცენტრის მიერ წამოწყებული ახალი ინიციატივა გრძელდება – „იდეების აუქციონი“ უკვე ელოდება ახალ და საინტერესო იდეებს. ს

აქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი 1995 წელს დაარსდა, იმ ხანად საზოგადოებისთვის პრაქტიკულად უცნობი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციის ცნება, თუმცა ცენტრის დამფუძნებლები თვლიდნენ, რომ სწორედ ეს იურიდიული ფორმა იძლეოდა შესაძლებლობას მოსახლეობისთვის სასარგებლო საქმიანობა წამოეწყოთ. 

თითქმის სამი ათეული წლის საქმიანობისა და გამოცდილების ცენტრი რამდენიმე მნიშვნელოვან პროგრამას ახორციელებს სოციალური მეწარმეობისა და თემის განვითარების მიმართულებით, ევროინტეგრაციის ხელშეწყობის კუთხით, მუშაობს კარგი მმართველობის ხელშეწყობის, სოციალური პასუხისმგებლობის დამკვიდრებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიზნით.

მსგავსი პოსტები