en
ge

ჯაზი – როგორც პროტესტის ფორმა

ჯაზი –  როგორც პროტესტის ფორმა

ამბობენ, რომ, როდესაც ადამიანებმა მოისმინეს ჯაზი, მიხვდნენ - საბჭოთა კავშირში რაღაც ისე ვერ არის, როგორც უნდა იყოს.

გასაკვირი არცაა, ჯაზი, ხომ თავისუფლების მუსიკაა.

მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა ამერიკა ატომზე მუშაობას აქტიურად აგრძელებდა, სტალინმა სსრკ–ში არამარტო ჯაზი, არამედ მისი ელემენტების გამოყენებაც აკრძალა.

„ვინც დღეს ჯაზს უკრავს, ხვალ სამშობლოს გაყიდის“, – ასე ფიქრობდა სტალინი.

საბჭოთა კავშირში გრამაფონის კომისიაც კი ჩამოყალიბდა, რომელსაც ევალებოდა, შეემოწმებინა ხომ არ ისმოდა სადმე უცხოური, აკრძალული ჰანგები.

სხვათა შორის ჯაზი მიუღებელი იყო ჰიტლერისა და ნაცისტური იდეოლოგიისთვისაც, მას „დეგენერაციულ მუსიკას“ უწოდებდნენ. ჯაზის მოყვარული არაერთი ახალგაზრდა მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში.

რეპრესიების პარალელურად, მესამე რაიხის ხანაში, ჯაზს მაინც ჰყავდა თავისი მიმდევრები, ისევე როგორც საბჭოთა კავშირში.

აკრძალვების მიუხედავად, ჯაზმა რკინის ფარდა მაინც გაარღვია და გაჩნდნენ პირველი შემსრულებლები, მაგალითად საქართველოში: ჯანო ბაგრატიონის ორკესტრი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის საესტრადო, ოთარ გორდელაძის ვოკალური ჯაზ-კვარტეტი,  “რერო”, “ჩანგი”, გიული ჩოხელი, “გეპეის კვარტეტი” და სხვა მრავალი. 

გამოხატვის თავისუფლებისთვის პროტესტს, იმისთვის, რაც ძვირფასია და გიყვარს ყოველთვის აქვს აზრი. 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები