en
ge

ხმა საქართველოდან

ხმა საქართველოდან

უკრაინელი ფოტოხელოვანი მარინა კარპიი 12 წელია რაც თბილისში ცხოვრობს. უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო ფოტოპროექტი „Voices from Georgia“ წამოიწყო. 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ უკრაინელ ხალხსაც კარგად აღექვა ის მხარდაჭერა, რასაც მე ვგრძნობდი საქართველოში. პროექტის მიზანი იყო შეგვექმნა ერთგვარი „დიჯითალ ხიდი“, სადაც ჰეშთეგშით #we_are_in_the_same_boat, უკრაინელები დაინახავდნენ, რომ ქართველი ხალხი განიცდის ომს უკრაინაში, ფოტოპორტრეტებთან ერთად მათ სათქმელს პოსტში უკრაინულ ენაზეც ვათავსებდით. ნამდვილად, ჩვენ ერთ ნავში ვართ, იმიტომ რომ, ერთი მტერი გვყავს და ამ ბრძოლაში, რა თქმა უნდა, ერთად უნდა ვიყოთ. მე მჯეროდა, რომ ქართველი ხალხი ყველა მეთოდით აჩვენებდა უკრაინელ ხალხს სოლიდარობას და ამ პროექტის განმავლობაშიც ასეც მოხდა, უამრავი მსურველი გამოჩნდა, რომლებსაც ჩვენ შავ-თეთრ პორტრეტებს ვუღებდით. საბოლოოდ კი პროექტი დავასრულეთ "IERI store x crosty"-ის ღონისძიებაზე თეთრი ფერით. ყველა, ვისაც ჰქონდა სურვილი, მოდიოდა თეთრი მაისურით და ფონიც თეთრი ავარჩიეთ ბოლო ფოტო დონაციისთვის, რადგან მინდოდა ფინალი ყოფილიყო იმედით სავსე, რაც ჩემთვის თეთრ ფერთან ასოცირდება. 

ეხლა მგზავრების კონცერტისთვის ვემზადებით, რომელიც 11 მაისს გაიმართება ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრში. მიხარია, რომ უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია. შემოსული თანხა #helpukraine ფონდში გადაირიცხება."

 #არარუსეთს #არაოკუპაციას #მხარდაჭერაუკრაინას

მსგავსი პოსტები