en
ge

პარაორკესტრი

პარაორკესტრი

“პარაორკესტრის” შექმნის იდეა მე მეკუთვნის. ჩემი შვილი მაკა ძალიან მუსიკალურია. მინდოდა მას თავის მეგობრებთან ერთად მუსიკით გამოეხატა ემოციები. სამწუხაროდ, მაკა ამ მუსიკალური ჯგუფის წევრი ვერ გახდა, თუმცა 8 წლის წინ ფონდ "სიცოცხლის ხესა" და ორგანიზაცია მშობელთა ხიდის დახმარებით, სხვადასხვა სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანი გავაერთიანეთ და ამიერკავკასიაში ერთადერთი პარაორკესტრი დავაარსეთ. 

დღესდღეობით, პარაორკესტრი 20-ზე მეტ მოზარდსა და ახალგაზრდას აერთიანებს. 

ჩვენი მიზანია, ინკლუზიური კულტურული ღონისძიებისა და კამპანიების პოპულარიზაცია.

• 3 დეკემბერს შშმ პირთა საერთაშორისო დღეს „პარაორკესტრისა“ და ანსამბლ „მზიურის“ ერთობლივი ინკლუზიური კონცერტი გაიმართება. ღონისძიებაზე ყველასათვის საყვარელი ანსამბლის „მზიურის“ რეპერტუარის ჰიტები გაიჟღერებს.

• ასევე დაგეგმილია შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ფართომასშტაბიანი კონცერტის ჩატარება კონსერვატორიის დიდ დარბაზში. 

პარაორკესტრის ახალი ფორმატით წარმოჩენა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი უნარების წარმოჩენასა და აღიარებას შეუწყობს ხელს" –  თეონა ყაჭეიშვილი, პროექტის ავტორი.

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები