en
ge

რას გვასწავლის ისტორია?

რას გვასწავლის ისტორია?

ახლა 2024 წელია და საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. 

თუმცა რუსეთის ასეთი პოლიტიკა საუკუნეების მანძილზე გრძელდება და ოკუპანტი სახელმწიფო ყველა ბერკეტით ცდილობს საქართველოს დამორჩილებას. 

რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკა ასეთია - წაგართვას ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. თუკი ისტორიას გადავხედავთ, საუკუნეების მანძილზე, ქართველი ხალხი მუდმივად იცავდა სამშობლოს, ქართულ დამწერლობასა და რელიგიას - ქრისტიანობას. 

მრავალწლიანი ტერორის და სამოქალაქო საზოგადოების გატეხვის მცდელობასთან ერთად, რუსეთი სწორედ იმას დაუპირისპირდა, რაც ქართველი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასია. 

რამდენიმე მაგალითი: 

მამული - რუსეთის ჯარებმა არაერთხელ დაიკავეს საქართველოს ტერიტორია, 1921 წელს კი მთელი ქვეყანა საბჭოთა იმპერიის ნაწილად აქციეს. ახლაც ჩვენი ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული. 

ენა - 1881 წელს ქართულ სკოლებში ქართული ენა არასავალდებულოდ გამოაცხადა რუსეთის იმპერიამ. 

1978 წელს, საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ გადაწყვიტა მოკავშირე რესპუბლიკებში, მათ შორის საქართველოში, ადგილობრივი ენისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის ჩამორთმევა და სახელმწიფო ენად რუსულის გამოცხადება. 

სარწმუნოება - 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გააუქმა რუსეთის იმპერიამ. საქართველოს ეკლესიის ტრადიციების მოსპობის მიზნით შეიზღუდა ქართველი წმინდანების ხსენება. 

მეოცე საუკუნის დასაწყისში რუსეთმა საქართველოში ასობით ეკლესია დაკეტა, ნაწილი დაანგრია, ნაწილი გადაღება. 

მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის დასაწყისში რუსეთმა კვლავ გააგრძელა თავისი პოლიტიკა – საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია, რასაც უამრავი მოქალაქე შეეწირა, მოსახლეობა საკუთარი სახლებიდან გამოდევნა, ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობას დიდი ზიანი მიაყენა, მათ შორის ეკლესიებსაც - ნაწილი განადგურდა, ან ახლა ნადგურდება. 

რას გვასწავლის ისტორია? 

უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ ქვეყნის დამოუკიდებლობას, რადგან რუსული პოლიტიკა საუკუნეების მანძილზე არ იცვლება... 

#გაიზიარეპასუხისმგებლობა რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები