en
ge

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირების სადავო ინიციატივა

საზოგადოებრივი ორგანიზაციების დაფინანსების რეგულირების სადავო ინიციატივა

პოლიტიკურმა მოძრაობამ „ხალხის ძალამ“, საზოგადოებრივი ორგანიზაციების უცხოური დაფინანსების რეგულირების მიზნით, საკანონმდებლო ინიციატივა დაანონსა. ისინი „მკაცრი საკანონმდებლო ჩარჩოს“ შექმნას ითხოვენ. ამ ინიციატივით, პოლიტიკური მოძრაობა, აშშ–ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას გამოეხმაურა, სადაც საქართველოში დეკმოკრატიის ხარისხი, უკუსვლა და საქართველოს მიმართ აშშ–ის პოლიტიკის გადახედვის საკითხები განიხილებოდა.

საპასუხო განცხადებაში „ხალხის ძალამ“ აღნიშნა, რომ აშშ–ის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დაფინანსება ძირითადად საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ხმარდება, რომლებიც საქართველოს სუვერენიტეტისთვის არსებით „საფრთხეს“ წარმოადგენენ. ჯერჯერობით უცნობია საკანონმდებლო ინიციატივის დეტალები, თუმცა პოლიტიკური მოძრაობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი ინიციატივა დაეყრდნობა „საუკეთესო დასავლურ პრაქტიკას“, მათ შორის მოიაზრებენ აშშ–ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტსაც (FARA). FARA 1938 წელს ამოქმედდა და მიმართული იყო ნაცისტურ პროპაგანდასთან ბრძოლის წინააღმდეგ. ეს აქტი არაერთხელ იყო აშშ–იც არაკომერციული ორგანიზაციების, აქტივისტების საქმიანობაში ჩარევის მიზნით გამოყენებული.

ახალი პოლიტიკური მოძრაობის ინიციატივას გამოეხმაურა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და აღნიშნა, რომ ისჯელებენ ინციატივაზე თუ რასთან აქვთ საქმე, რამდენად შეესაბამება დასავლურ პრაქტიკას და მხოლოდ ამის შემდეგ განიხილავენ. 

უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ სსო–ების უცხოური დაფინანსების რეგულირების შესახებ ინიციატივის გაჟღერებას წინ უსწრებდა ხელისუფლების წარმომადგენლებისა და პროსახელისუფლებო მედიების მხრიდან სამოქალაქო სექტორის მიმართ სიტყვიერი თავდასხმები. ისინი კრიტიკულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს პარტიულ მიკერძოებას, ფინანსურ გაუმჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულების ნაკლებობას აბრალებენ.

უცხოური დაფინანსება წარმოადგენს ქართული სსო-ების ძირითად ფინანსურ რესურსს

სსო–ების უცხოურ დაფინანსების საკანონმდებლო რეგულირების ბუნდოვანი და სადავო ინიციატივა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიმართ ხშირი თავდასხმები, გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან კრიტიკული სსო–ების ჩამოშორების მცდელობა – იმეორებს სამოქალაქო საზოგადოების შევიწროების სცენარებს, რომლებიც სხვა ქვეყნებში, გამოიყენეს. 

მსგავსი ინიციატივები ერთგვარი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში შესაძლოა გაუარესდეს სსო–ებისთვის გარემო, რაც თავის მხრივ, პოტენციურად საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროპულ მისწრაფებებს, რომ ქვეყანა გახდეს ევროკავშირის კანდიდატი სახელმწიფო. მით უმეტეს იმ ფონზე, როცა მსგავს საკითხზე, ევროპის მართლმსაჯულების სასამარლომ (ECJ) უნგრეთის მაგალითზე 2020 წელს მიიღო გადაწყვეტილება. რომლის მიხედვითაც უნგრეთში საზოგადოებრივი ორგანიზაციების უცხოელი პირების მიერ დაფინანსებაზე დაწესებული შეზღუდვები უარყოფითად შეფასდა და აღინიშნა, რომ იგი ეწინააღმდეგება ევროკავშირის კანონმდებლობას.

მსგავსი პოსტები