en
ge

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

„29 წლის ვარ და აქამდე არსად ვმუშაობდი. ჩემი სტაჟირება ჯერ არ დასრულებულა, თუმცა იმდენი ცოდნა და გამოცდილება მივიღე, რომ დიდი ალბათობით იგივე პოზიციაზე გავაგრძელებ მუშაობას. ქრომბუქიც გადმომცეს. ეს ჩემთვის ძალიან დიდი მხარდაჭერაა, რადგან სახლში არ მაქვს კომპიუტერი. ყოველთვის სამსახურის კომპიუტერზე ვიყავი დამოკიდებული. ეროვნულ გამოცდებს ვაბარებ და ძალიან დამეხმარება როგორც სწავლაში, ისე სამსახურში“, ამბობს „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერების“ პროექტის ერთ–ერთი მონაწილე ლეილა ვანაძე. 

პროექტს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ორგანიზაციები – საქართველოს გაეროს ასოციაცია და ღია საზოგადოების ფონდი ახორციელებენ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. 

პროექტის ფარგლებში, მარტო აჭარის მასშტაბით, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად 800–ზე მეტმა, 15–დან 29 წლამდე ახალგაზრდამ გაიარა მომზადება და შეიძინა დასაქმიებისათვის საჭირო უნარები. მათგან 220 ახალგაზრდა პროფესიული და კარიერული კონსულტაცია მიიღო. დასაქმების პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა 17 ახალგაზრდას მიეცა. 

აჭარის რეგიონში პროექტის პარტნიორია თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, რომელიც აჭარაში ერთ–ერთი პირველი არასამთავრობო ორგანიზაციაა. იგი 2001 წელს გაზეთ „ბათუმელების“ ჟურნალისტებმა დააფუძნეს. 

დაარსებიდან დღემდე ორგანიზაციას არაერთი საინტერესო, მრავალფეროვანი ინიციატივა და პროექტი (60–მდე) განუხორციელებია. ცდილობს, რომ ცენტრიდან მოშორებით, აჭარის მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის, ხელმისაწვდომი იყოს არაფორმალური განათლება. ცდილობს დემოკრატიული ღირებულებებისა და პრინციპების, ადამიანის უფლებების მნიშვნელოვანი ფასეულობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას შეუწყოს ხელი. მაგალითად, ამერიკული ფონდის – ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის (NED) – მხარდაჭერით, 2011 წლიდან დღემდე მიმდინარე პროექტებში, 8 ათასამდე ბენეფიციარი იყო ჩართული, ხუთი მუნიციპალიტეტის 200–მდე საჯარო სკოლაში ჩატარდა საგანმანათლებლო ღონისძიებები.

#გაიზიარეპასუხისმგებლობა, რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები