en
ge

X სართული

X სართული

საბჭოთა რეჟიმის დროს, ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობი, ბევრი დახურული ჯგუფი არსებობდა, სადაც ადამიანები ახერხებდნენ საბჭოეთში აკრძალული სიახლეების ერთმანეთთან გაზიარებას და ამ თემებზე საუბარს.

ერთ–ერთი ასეთი იყო „მეათე სართული“ – ახალგაზრდა მხატვრების ჯგუფი, რომელიც XX-ე საუკუნის 80–იან წლებში გამოჩნდა. სახელი იმ სართულის მიხედვით ეწოდათ, რომელ სართულზეც იკრიბებოდნენ.

ახალგაზრდა მხატვრები: კარლო კაჭარავა, ნიკო ცეცხლაძე, მაია ცეცხლაძე, ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე, გია დოლიძე, თემურ იაკობაშვილი, ზურაბ სუმბაძე, გია ლორია და გიორგი მაღლაკელიძე... მეათე სართულის პატარა სახელოსნოში ხვდებოდნენ ერთმანეთს, სადაც მართავდნენ დისკუსიებს და საუბრობდნენ სხვადასხვა ეპოქების მიმდინარეობებსა და ევროპულ თანამედროვე ხელოვნებაზე. გამოხატავდნენ პროტესტს მხატვრობაში ინდივიდუალური მიდგომის შეზღუდვის მიმართ, რომელიც ტოტალიტარული რეჟიმებისთვისაა დამახასიათებელი.

მათ პრაქტიკულად გაარღვიეს საბჭოთა აკადემიებში დამკვიდრებული სამხატვრო მიდგომები და დაიწყეს მხატვრობაში სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით მაგალითად აბსტრაქტული კომპოზიციების და არაპროპორციული ფიგურების სქელი კონტურებით ხატვა. თემატიკაც მრავალფეროვანი იყო ბიბლიური ეპოქიდან დაწყებული თანამედროვე ეპოქით დასრულებული.

უამრავი ნახატის შექმნის პარალელურად, „მეათე სართულის“ წევრები პერფომანსებისა და ინსტალაციების საშუალებით ცდილობდნენ პირდაპირი კონტაქტი ჰქონოდათ მაყურებელთან, ანუ მხატვრობა მიეტანათ ადამიანამდე – იმ ხანად, მათი ნახვა მაღაზიების ვიტრინებში მანიკენების მაგივრადაც შეგეძლოთ და მათი ნახატებისთვის თვალი შესაძლოა „დეზერტირების“ ბაზარშიც მოგეკრათ.

„მეათე სართულმა“ მხოლოდ რამდენიმე წელი იარსება, თუმცა განსაკუთრებული კვალი დატოვა ქართულ ავანგარდულ ხელოვანებაში... და საბჭოთა ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ პროტესტის ისტორიაში. 

#გადაიაზრეისტორია რადგან #ესქვეყანაშენია

მსგავსი პოსტები