თბილისი. სამოქალაქო განვითარების სააგენტოში 2019 წლის იანვრის ბოლოს თანამშრომლის მომართვის საფუძველზე, დაფიქსირდა ფინანსური გადაცდომის რამდენიმე ფაქტი, რაც მიუთითებს ფინანსური რესურსების შესაძლო არასწორ ან არამიზნობრივ განკარგვაზე.

„შიდა მოკვლევის წინასწარი შედეგებით შესაძლო ფინანსური დარღვევები მოიცავს 2015 წლის ბოლოდან 2018 წლის დასაწყისამდე პერიოდს. კერძოდ, ჩემი, როგორც ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის, კონკურსის წესით დანიშვნის ეტაპამდე. აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთანავე, მე, არასამთავრობო ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა დაუყოვნებლივ ვაცნობე ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებს, გამგეობას და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს. არსებული ფინანსური გადაცდომის სახით დანაშაულებრივი ქმედების გამორიცხვის მიზნით, მივმართე საგამოძიებო ორგანოებს, კერძოდ, კი საქართველოს პროკურატურას, მივაწოდეთ ამჟამად არსებული ინფორმაცია, რათა ამ უკანასკნელმა, შეხედულებისამებრ, საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს გამოძიებისა და მოკვლევის წარმოება", ამბობს ორგანიზაციის ამჟამინდელი დირექტორი.

სრულად...

წყარო: www.cida.ge