აჭარა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (IT) დასკვნით, მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვა ბათუმს წელიწადში 33 მილიონ ლარზე მეტი უჯდება.
„ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში დასაქმებულთა შრომის ანაზღაურებაზე ყოველთვიურად - 1 626 899, წლიურად კი, 19 522 796 ლარი იხარჯება. ამასთან, ბათუმის მუნიციპალიტეტის 8 შპს-ს სუბსიდირებაზე 2019 წელს 13 720 200 ლარია გამოყოფილი. ჯამში, ბათუმის მუნიციპალიტეტი იურიდიული პირების შენახვაზე 33,242,996 ლარს ხარჯავს, რაც ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის (154 361 000 ლარი) 21.5%-ია. დასაქმებულ პირთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება ა(ა)იპ-ებში ბათუმის მუნიციპალიტეტის 11 ა(ა)იპ-ში 2 497 თანამშრომელი მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ ა(ა)იპ-ების რაოდენობა 2018-2019 წლებში, 2014-2015 წლებთან შედარებით, 3-ით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობამ 393-ით მოიმატა, რამაც ა(ა)იპ-ების შრომითი სარგოს 612 000 ლარით გაზრდა განაპირობა“, - ვკითხულობთ IT-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი