თბილისი. 25 მარტს, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, იანოშ ჰერმანმა პრესკონფერენცია გამართა, რომელიც ეძღვნებოდა საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2014 წლის ანგარიშისა და სამოქმედო რეკომენდაციების გამოქვეყნებას.
ინფორმაციის განვითარების თავისუფლების ინსტიტუტის ინფორმაციით, 26 მარტს გამოქვეყნდა „მსოფლიო მართლმსაჯულების პროექტის" (World Justice Project) 2015 წლის ღია მმართველობის საერთაშორისო (Open Government Index) ინდექსი. რომლის მიხედვითაც საქართველომ 0.
თბილისი. 27 მარტს, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში გახსნილად გამოაცხადებს ევროკავშირის სამწუთიანი ფილმების ფესტივალს: „გახდი ევროკავშირის რეპორტიორი ერთი დღით".
თბილისი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსში”, ტოლერანტობის სკოლის ფარგლებში, გია ნოდიამ წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე - რელიგია დემოკრატიულ პოლიტიკაში.
თბილისი. ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო" 2 აპრილს მართავს კონსულტაციებს, მათთვის, ვისაც აქვს იდეა ან გამზადებული პროექტის მონახაზი და სჭირდება კონსულტაცია დაფინანსების შესაძლებლობებზე.
აჭარა. 24 მარტს, სახალხო დამცველის ბათუმის ფილიალის ოფისში, ახალგაზრდული ორგანიზაციის „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის" და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით, ჟესტური ენის სასაწავლო კურსის პირველი შეხვედრა გაიმართა.
თბილისი. 23 მარტს, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ეთნოსთაშორისი თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრმა" (ACICC), ევროპის სახლში გახსნა ანნა ფრანკის გამოფენა.
თბილისი. მშვიდობის კორპუსმა, ვებგვერდზე სოციალურ ქსელში, განათავსა სასარგებლო რესურსი მათთვის, ვისაც აინტერესებს ახალგაზრდების განათლებისა და ჩართულობის გაზრდის ხელშეწყობა თემში ცვლილებებისთვის.
თბილისი. 23 მარტს არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ინიციატივით, ორგანიზაციის ,,ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება'' ოფისში გაიმართა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დამცველი და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების შეხვედრა.
თბილისი. 20 მარტს, ლიბერალიზმის სასწავლო ცენტრში გაიმართა აღმოსავლეთმცოდნე გიორგი ლობჟანიძის საჯარო ლექცია: „ვეფხისტყაოსნის" დროინდელი აღმოსავლური სუფიზმის კონტექსტი".
თბილისი. მოქალაქეთა მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობა" გეპატიჟებათ 21 მარტს, 15:00 საათზე ვაკის პარკში, სადაც შეგეძლებათ მოგროვილი ან ნაყიდი თესლები, ნერგები, კალმები მიიტანოთ და გაცვალოთ, ანუ უბრალოდ გააჩუქოს.
სამეგრელო. 19 მარტს, ზუგდიდის არტ-ჰაუსში, გაეროს ქალთა ორგანიზაცია ქართველი, აფხაზი და ოსი მწერლების მოთხრობების კრებულის „პირველი ნაბიჯის" პრეზენტაციას გამართავს.
თბილისი. სამხრეთ კავკასიაში ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) საქართველოს წარმომადგენლობა 19 მარტს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მართავს კითხვის ჯგუფის მორიგ სესიას.
თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალთა საინფორმაციო ცენტრი" და საქართველოს ეროვნული არქივი, 19 მარტს გამართავენ გამოფენას, რომელიც ასახავს ქართველი პოლიტიკოსი ქალების მოღვაწეობას საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროს.