7 ივლისს, 16:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ჩატარდება სამუშაო შეხვედრა, შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტთან დაკავშირებით. შეხვედრას დაესწრებიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების, დამსაქმებელთა და ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.