en
ge

მიმართვა პარლამენტის თავმჯდომარეს

თბილისი. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის წევრთა ნაწილმა პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა. „მოგახსენებთ, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა ჯგუფის ერთ-ერთი წევრის ბატონი შალვა შავგულიძის საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ, რომლის მიხედვითაც სამართალდამცავების მიერ ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებში არსებული პერსონალური ინფორმაციის უკონტროლო და შეუზღუდავი წვდომის საკანონმდებლო დარეგულირება ა.წ. 1 ნოემბრიდან 2015 წლის აპრილამდე გადაიდება. ...გაცნობებთ, რომ ეს საკანონმდებლო ინიციატივა იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადდა ამ საკითხზე მომუშავე ჯგუფთან შეთანხმების გარეშე, რაც, მიუღებელია, ვინაიდან წარმოადგენს იმ სამუშაო ჯგუფის წევრების იგნორირებას, რომელიც კანონი საფუძველზე სპეციალურად ამ საკითხისათვის შექმნა იურიდიულმა კომიტეტმა", ნათქვამია განცხადებაში.
სრულად...
წყარო: transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)