en
ge

ტრენინგი საჯარო მოხელეებისთვის

თბილისი. 15 დეკემბერს, ვანო ხუხუნაიშვილის სახელობის ეფექტიანი მმართველობის სისტემის და ტერიტორიული მოწყობის რეფორმის ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ინფრასტრუქტურული პროექტები / საპროექტო ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის მომზადება”.
„ტრენინგზე მონაწილეებმა გაიარეს შემდეგი საკითხები: საპროექტო-სახარჯთაღიცხვო საქმიანობის სტრუქტურა, ხარჯთაღრიცხვის ძირითადი შემადგენელი კომპონენტები: ხელფასი, მასალა, მანქანა-მექანიზმები, ზედნადები ხარჯების, მოგების ოდენობა და სტრუქტურა, სხვა დარიცხვები, ექსპერტიზა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
ტრენინგი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტთან - „რეგიონული და ადგილობრივი განვითარების მხარდაჭერა საქართველოში"- თანამშრომლობით.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023