თბილისი. გენდერული საინფორმაციო პორტალი აქვეყნებს ანი გიგაშვილის ბლოგპოსტს: „წერილი გოგონებს".
„და ამ ამბავს გიყვებით ყველა იულიას, რომელსაც გგონიათ რომ თქვენნაირები არ არსებობენ. გიყვებით ყველა იმ გოგოს, ბიჭს, რომლებსაც გგონიათ რომ ვინმე შეძლებს ხელი შეგიშალოთ თქვენი ოცნებების მიღწევაში. იულიამ იცის რომ მას არ სჭირდება სხვების სიმპატიები იმისთვის რომ იყოს ის ვინცაა. თქვენც ისწავლეთ. და თუ უკვე იცით, შეინარჩუნეთ. გოგოებო თქვენ განსაკუთრებით, რადგან „ისინი" ყოველთვის შეეცდებიან გაცდუნონ გამზადებული ფორმულებით.
და ალბათ, მაშინ როცა, მერხთან მჯდარი ფეხებს ძლივს ვაწვდენდი იატაკს და აღფრთოვანებული თვალებით ველოდებოდი ენდრიუს, ვერც კი წარმოვიდგენდი რომ სულ რაღაც 11 წლის შემდეგ, ზუსტად ასე, ერთი ცისფერთვალება გოგო, არც ისე შორეულ მხარეში, ზუსტად მსგავსი თვალებით შემომხედავდა," ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში