თბილისი. ქალთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საფარი" აქვეყნებს ბლოგპოსტს: „ფემინიზმის მიღწევები, რომელმაც ჩვენი ცხოვრება გააუმჯობესა".
„სულ ახლო წარსულში, 8 მარტს ქართველი კაცები თავიანთ ოჯახის წევრ თუ თანამშრომელ ქალებს ტრადიციულ საჩუქრებს უძღვნიდნენ და სუფრაზე საოცარი ენამჭევრობით ადღეგრძელებდნენ. პოსტსაბჭოთა, ისევე, როგორც საბჭოთა ეპოქის საქართველოში, ცოტამ თუ იცოდა ამ დღის ნამდვილი არსი, – რომ 8 მარტი ეძღვნებოდა არა „ქალურობის" ნებისმიერ გამოვლინებას, არამედ თანასწორობისთვის ბრძოლას. არადა, თანამედროვე ქართველი ქალი დღეს ბევრ იმ სიკეთეს იმკის, რომელიც მსოფლიო ფემინისტური მოძრაობების მონაპოვარია", ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: sapari.ge