ქვემო ქართლი. 24 მარტს, მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაციის (სიქა) ორგანიზებით, პროგრამის „მომავლის თაობა” ფარგლებში საინტერესო შეხვედრა გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა ისაუბრეს ადრეული ქორწინებისა და ოჯახში ძაალადობის საკითხებზე.
„...მოსწავლეებს განემარტათ თუ რას ნიშნავს ქორწინების იძულება და როგორ უნდა დაიცვან თავი ამგვარი იძულებისაგან. მასწავლებლებს განემარტათ ის დადგენილება, რომლის თანახმადაც მათ ეკისრებათ შეტყობინების ვალდებულება, თუკი მათთვის ცნობილი გახდება ქორწინების იძულების ფაქტის შესახებ. გარდა ამისა, სტუმრებმა დეტალურად ისაუბრეს იმ პრობლემებზე, რასაც ზოგადად იწვევს ადრეული ქორწინება”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებ-გვერდზე.
წყარო: ორგანიზაციის ვებ-გვერდი სოციალურ ქსელში