სამცხე-ჯავახეთი. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის წარმომადგენლებმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფლებში, განძასა და ჰეშტიაში ადგილობრივი თემის მცხოვრებლებთან შეხვედრები გამართეს. შეხვედრების მიზანი იყო მოსახლეობისთვის სამართლებრივი კონსულტაციის გაწევა, ასევე, ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრები გაიმართა ააიპ „ჩართულობის და განვითარების ცენტრთან" პარტნიორობით, პროექტის - „სამართალწარმოება თანასწორობისთვის" - ფარგლებში, რომელსაც „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" East-West Management Institute , PROLoG, USAID – ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში მცხოვრები რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ქალებისა და გოგონებისთვის მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ნინოწმინდის, ახალციხის, ახალქალაქის, ხულოს, შუახევისა და ადიგენის მუნიციპალიტეტებში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში