თბილისი. 13 მარტს, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ბათილად ცნო ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლის იამზე მარაქველიძის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება და ის თანამდებობაზე აღადგინა, შესაბამისი განაცდურის ანაზღაურებით.
„იამზე მარაქველიძე 2013 წლიდან უვადოდ იყო დანიშნული ზესტაფონის მერიაში მდივნის პოზიციაზე. საჯარო სამსახურის შესახებ ახალი კანონის მიღების შემდეგ, მას ვადიანი ხელშეკრულება დაუდეს და 2017 წლის 31 დეკემბერს, სწორედ ხელშეკრულების ვადის გასვლის მოტივით გაანთავისუფლეს", ნათქვამია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში