en
ge

IDFI: საქართველოში დემოკრატიის ხარისხის შეფასება 1990-2017 წლებში

თბილისი. „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი" (IDFI) აქვეყნებს მასალას, რომელშიც საქართველოს დემოკრატიის ხარისხი V-Dem ინსტიტუტის მეთოდით მიხედვით არის შეფასებული. V-Dem Institute დაფუძნდა შვედეთში, გიოტებორგის უნივერსიტეტში. ეს არის სოციალური მეცნიერებისგან შემდგარ ჯგუფი, რომელიც 6 კონტინენტზე, სხვადასხვა ქვეყნის 2500-ზე მეტ საერთაშორისო ექსპერტთან ერთად, 19 მილიონზე მეტი მონაცემის შემცველ ბაზებზე მუშაობს.
„V-Dem-ის მონაცემების ანალიზი (იხ. მიმაგრებული ფაილი) ცხადყოფს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მდგომარეობას. 2017 წლის მაკრო ინდექსის მონაცემები წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდაა გაზრდილი. ამავე დროს, დემოკრატიის საშუალო დონის ინდექსებისა და ცალკეული ინდიკატორების ანალიზისას ირკვევა თუ რა უშლის ხელს საქართველოში დემოკრატიის ხარისხის მნიშვნელოვან განვითარებას. მონაცემთა ანალიზისას თვალშისაცემია ის მიმართულებები, რამაც ბოლო წლებში გაუარესება განიცადეს და შესაბამისად ნეგატიური ასახვა ჰპოვეს საქართველოს რეიტინგში. ეს მიმართულებებია: გამოხატვის თავისუფლებისა და სხვა ალტერნატიული ინფორმაციის არსებობა, კანონის წინაშე თანასწორობა და ინდივიდუალური თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, აკადემიური და კულტურილი გამოხატვის თავისუფლება და სოციალური კლასების თანაბარუფლებიანობა, აგრეთვე კრიტიკული მედიასაშუალებები, ინტერნეტ ცენზურა და სხვა", - ვკითხულობთ IDFI-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სრულად
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023