en
ge

სულხან სალაძე საიას თავმჯდომარედ მეორედ აირჩიეს

თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) გამგეობის გადაწყვეტილებით, სულხან სალაძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარედ მეორე ვადით აირჩიეს.
„სულხანი საიას 2017 წლის დეკემბრიდან ხელმძღვანელობს. ის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობს 2011 წლიდან და თავმჯდომარედ არჩევამდე და ორგანიზაციაში სხვადასხვა პოზიცია ჰქონდა დაკავებული ანტიკორუფციული, გამჭვირვალობისა და კარგი მმართველობის მიმართულებით. მათ შორის, იყო პროექტის იურისტი, კოორდინატორი, 2015 წლის ნოემბრიდან კი, არის საიას გამგეობის წევრი. სულხანი, ასევე, ჩართული იყო საიას აჭარის ფილიალის საქმიანობაში 2004-2005 წლებში," ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
სრულად...
წყარო: gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023