en
ge

EWMI ACCESS-მა კონკურსის შედეგად 6 ორგანიზაცია შეარჩია

თბილისი. EWMI ACCESS-ი ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს ინდივიდუალურ და მათ საჭიროებებზე მორგებულ ტექნიკურ დახმარებას სთავაზობს. ამ ეტაპზე ღია კონკურსის შედეგად შეირჩა 6 ორგანიზაცია, რომლებიც პროგრამაში 2019 წლის იანვრიდან ჩაერთვებიან.
„ACCESS-ის პარტნიორი ორგანიზაცია – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი - CTC რამდენიმე თვის განმავლობაში აქტიურად იმუშავებს შერჩეულ ორგანიზაციებთან. თავდაპირველად მოხდება მათი შესაძლებლობების შეფასება და ამის შემდეგ თითოეულ ორგანიზაციას ინდივიდუალური დახმარება გაეწევა (კონსულტაციები, დოკუმენტებზე მუშაობა და ა.შ.).
EWMI ACCESS-ი ულოცავს შერჩეულ ორგანიზაციებს და წარმატებულ მუშაობას უსურვებს მათ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023