en
ge

PHR-მა ხანდაზმულთა მდგომაროების შესწავლა დაიწყო

PHR-მა ხანდაზმულთა მდგომაროების შესწავლა დაიწყო

თბილისი. PHR-ის იურისტები ხანდაზმულთა პანსიონატში იმყოფებოდნენ, სადაც გაეცნენ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას, შეხვდნენ ხანდაზმულებს და მიაწოდეს ინფორმაცია თანასწორობისა და დისკრიმინაციის საკითხებზე. გარდა ხანდაზმულებთან შეხვედრისა, სისტემური თუ დაწესებულებაში არსებული ინდივიდუალური პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, იურისტები ასევე გაესაუბრნენ დაწესებულების ადმინისტრაციას, თანამშრომლებს და თავად ხანდაზმულებს. „ხანდაზმულთა პრობლემებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ხანდაზმულები დგანან იმგვარი პრობლემების წინაშე, როგორიცაა შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაცია 40 წლის ზემოთ. უმუშევრობის შემწეობის არარსებობის გამო კი, ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, ადამიანებს ადეკვატური შემოსავლის გარეშე ტოვებს; ასევე, პრობლემად იკვეთება ოჯახში ძალადობა, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია ხანდაზმულების მიმართ და მის საპასუხოდ არ არის შექმნილი პრევენციის სპეციალური პროგრამა ხანდაზმულების ძალადობისგან დასაცავად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.

სრულად...

წყარო: phrgeorgia.wordpress.com

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023