en
ge

წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს შესარჩევი კონკურსი დასრულდა

თბილისი. ევროპის ფონდმა დაასრულა „2018 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმოს" შესარჩევი კონკურსი. მონაწილე საწარმოების მიერ კონკურსის ფარგლებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესის მიუხედავად, კონკურსის ვერცერთმა მონაწილემ შეძლო კონკურსის ფარგლებში მიღებული რეკომენდაციების შესაბამისი ცვლილებების სრულად დანერგვა. ამის გათვალისწინებით, 2018 წელს ფონდმა კონკურსის გამარჯვებული არ გამოავლინა.
კონკურსს „წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო" ევროპის ფონდი საქართველოში მოქმედ საწარმოებში სურსათის უვნებლობის ევროპულ ნორმებთან მიახლოების წასახალისებლად ატარებს. კონკურსი ითვალისწინებს ექსპერტების გაუფრთხილებელ ვიზიტებს საწარმოებში და ლაბორატორიულ შემოწმებას, რის საფუძველზეც თითოეული საწარმოსათვის რეკომენდაციები მზადდება. გამარჯვებული საწარმოების შერჩევა ხდება იმის მიხედვით, თუ რამდენად სწრაფად და ეფექტურად მოხდენენ საწარმოები ექსპერტთა რეკომენდაციების გათვალისწინებას.
სრულად 
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023