en
ge

საინფორმაციო შეხვედრები ხონსა და წყალტუბოში

იმერეთი. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველომ პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის” ფარგლებში, ხონისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის, საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
„შეხვედრის მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობისა და მოხალისეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლდათ. მონაწილეები აგრეთვე გაეცნენ, მოხალისეობის ახალი პორტალის, „დროის ბანკის” მუშაობის სპეციფიკას.
„დროის ბანკს" საფუძველი გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩაეყარა და გავრცელებულია მთელს მსოფლიოში,თუმცა განსაკუთრებული წარმატებით ინგლისში სარგებლობს. დროის ბანკი ხელს უწყობს ადამიანებს შორის უნარებისა და შესაძლებლობების გაცვლას; ეს არის ორმხრივი მოხალისეობის ფორმა, რომლის ქვაკუთხედი გაცემა და მიღებაა;დროის ბანკი დროს იყენებს,როგორც საზომს; მომსახურება, რომლისთვისაც არ გაქვს ფული,შესაძლოა დროის კრედიტით ანაზღაურდეს”, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
სრულად...
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023