en
ge

ულტრამემარჯვენე პოპულიზმის სოციალური საფუძვლები საქართველოში

თბილისი. საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი (GIP) აქვეყნებს სალომე მინესაშვილის პოლიტიკის დოკუმენტს: ულტრამემარჯვენე პოპულიზმის სოციალური საფუძვლები საქართველოში.
„ულტრამემარჯვენე პოპულიზმის მომძლავრება დაკავშირებულია არაერთ ფაქტორთან, რომელსაც გავლენა აქვს განვითარებადი ქვეყნების საზოგადოებებზე. ფინანსური კრიზისის შემდეგ წარმოქმნილი ეკონომიკური სიდუხჭირე ნაწილობრივ ხსნის რადიკალური პარტიების მიმართ მხარდაჭერის ზრდას, თუმცა ამ ფენომენს ასევე ხსნიან ლიბერალიზმისა და მომძლავრებული სოციალური კონსერვატიზმის საპასუხოდ წარმოქმნილი კულტურული დაპირისპირებით, განსაკუთრებით იმიგრანტების საკითხთან მიმართებაში. სხვები, ამ ფენომენს ზემოთ აღწერილი ორი ფაქტორის გაერთიანებით ხსნიან – ლიბერალური ნორმატიული წესრიგი და ეკონომიკური სიდუხჭირე საზოგადოების ნაწილის იზოლაციას და მარგინალიზაციას ახდენს. სწორედ საზოგადოების ეს გარიყული წარმომადგენლები არიან ისინი, ვინც რადიკალური პოლიტიკური პარტიების პოტენციური მხარდამჭერები ხდებიან", ნათქვამია დოკუმენტში.
სრულად...
წყარო: gip.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023