en
ge

სსო-ების საარსებო გარემოს შესაფასებლად CSO METER შეიქმნა

თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს შესაფასებლად აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში, შეიქმნა მონიტორინგის ინსტრუმენტი, კითხვარი CSO METER. ინსტრუმენტი მოიცავს სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს ათი სხვადასხვა სფეროსთვის და ზომავს, როგორც კანონმდებლობას, ისე - პრაქტიკულ შესაძლებლობებს. ინსტრუმენტის მიზანია სსო-ების საარსებო გარემოს მუდმივი მონიტორინგის განხორციელება და შეფასება. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ადვოკატირებისთვის, მის საფუძველზე, ასევე, მომზადდება ქვეყნის ანგარიში. ამ ეტაპზე, შემუშავებულია მონიტორინგის ინსტრუმენტის პირველადი ვერსია და მიმდინარეობს მისი შემოწმება. ამ მიზნით, ტარდება გამოკითხვები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ექვს ქვეყანაში. საქართველოში გამოკითხვას „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" ახორციელებს. CSO METER, მონაწილეობითი მიდგომის გამოყენებით, შეიმუშავა ექსპერტთა ჯგუფმა, არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის - Monitoring Progress, Empowering Action- ფარგლებში.

კითხვარის ბმული 

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023