აჭარა. 3-4 ივნისს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდულ ცენტრში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ გამოცხადებული კონკურსის „გახდი პასუხისმგებლიანი მოქალაქის" ფარგლებში შერჩეული კონკურსანტებისთვის გაიმართა ტრენინგ–სემინარი. მას უძღვებოდა, მინდია სალუქვაძე, „ინოვაცებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის - პროგრესის სახლის" ხელმძღვანელი.
სემინარი ჩატარდა პროექტის „ადგილობრივი განვითარების აქტორების მდგრადი კავშირის შექმნა საქართველოში", რომელიც ხორციელდება ფონდი „პური სამყაროს” (Bread for the World) მხარდაჭერით.