en
ge

27 ივნისს სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმი გაიმართება

27 ივნისს სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმი გაიმართება

თბილისი. 27 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) გიწვევთ სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმზე, რომელიც სასტუმრო ჰოლიდეი ინნ-ში გაიმართება.

ფორუმის ძირითადი მიზანია სამოქალაქო მონაწილეობის კუთხით არსებული ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, სფეროში არსებული თანამედროვე მიდგომების და ტენდენციების გაცნობა, ასევე დიალოგის და დისკუსიის სივრცის შექმნა, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო მონაწილეობის საკითხით დაინტერესებული აქტორების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათ შორის თანამშრომლობის სტიმულირებას.

არაერთი კვლევით დასტურდება, რომ საქართველოს მოსახლეობას დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის სამოქალაქო მონაწილეობა მნიშვნელოვნად მიაჩნია. თუმცა საინტერესოა, როგორია სამოქალაქო მონაწილეობის პრაქტიკა საქართველოში? როგორ და რა ხარისხით არიან ჩართულები საქართველოს მოქალაქეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში? რა წარმატებული მაგალითები არსებობს ამ კუთხით და რა არის ის გამოწვევები, რომელიც მონაწილეობით პროცესებს ახლავს თან?

სამოქალაქო მონაწილეობის ფორუმი ქმნის სივრცეს ყველა დაინტერესებული პირისთვის უკეთ გააცნობიეროს მოქალაქეთა მონაწილეობის მნიშვნელობა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორციელების და შეფასების პროცესში, და ასევე თავად წარუდგინოს აუდიტორიას მონაწილეობითი პროცესის წარმატებული მაგალითები და ხელი შეუწყოს ადგილობრივი კონტექსტის კრიტიკულ გააზრებას.


სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023