თბილისი. 24 ივნისს გაიმართა ელექტრონული რესურსის „სამოქალაქო განათლება ყველასთვის“ (www.civiceducation.ge) 2018-2019 სასწავლო წლის ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეების დაჯილდოება.
„ონლაინ ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვახანის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ნინო მაღრაძე, მეორე ადგილზე გავიდა ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის #4 საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე მარიამ ქემაშვილი, მესამე ადგილზე კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის XII კლასის მოსწავლე ანი თუთისანი.
გამარჯვებული სამეული საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს წარმომადგენელმა დააჯილდოვა და მათ სიგელებთან ერთად პერსონალური კომპიუტერები გადასცა”, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gdi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)