en
ge

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციის კამპანია Facebook-ზე

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დისკრედიტაციის კამპანია Facebook-ზე

თბილისი. „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) აქვეყნებს შოთა ნარსიას ბლოგს, რომელიც, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების წინააღმდეგ, facbook-ზე წარმართულ კამპანიას მიმოიხილავს.

„20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ აგორებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ „ფეისბუქზე“ დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ კამპანიაში ის გვერდები ჩაერთვნენ, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური კანდიდატებისა და პარტიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ. აგრეთვე, მოცემული გვერდები აქტიურად ეწეოდნენ მიმდინარე წლის ივნისში მთაწმინდის შუალედური არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციური კანდიდატის, შალვა შავგულიძის, დისკრედიტაციას. დისკრედიტაციის კამპანიისათვის გამოიყენება ახალშექმნილი გვერდებიც. მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართა ცრუ მედიის გვერდებზეც. აღსანიშნავია, რომ კიდევ ერთხელ გამოჩნდა მოჩვენებითად მხარდამჭერი, ყალბი გვერდების შექმნისა და ცრუ მხარდამჭერი პოსტების დასპონსორების ტაქტიკის გამოყენების შემთხვევაც. ამასთან, აქციების საწინააღმდეგო კამპანია აქტიურად წარიმართება დეზინფორმაციულ და პროპაგანდისტულ, ულტრამემარჯვენე ნარატივის გვერდებზე“, - ვკითხულობთ ბლოგში. 

სრულად 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023