თბილისი. საქართველოს პარლამენტის მიერ, საარჩევნო სისტემის ცვლილებების პაკეტის ჩაგდებას, საზოგადოებრივი ორგანიზაციები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საბედისწეროდ მიიჩნევენ.
„პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა არ იყო მხოლოდ რომელიმე პოლიტიკოსის დაპირება ან საზოგადოების მცირე ჯგუფის ახირება. ის მთელი საზოგადოების მოთხოვნა იყო, რომელსაც მხარს უჭერს ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური პარტია და საზოგადოებრივი ჯგუფი ვინც ხედავს არსებული მმართველობის სისტემის სრულ დისკრედიტაციას“, - ნათქვამია სსო-ების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „მოვუწოდებთ ბიძინა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას”, გაიაზრონ ის მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ქვეყანა შევიდა და მიიღოს ყველა პოლიტიკური ზომა მის დასაძლევად, რომლის ერთადერთ და უალტერნატივო გზად პარლამენტის მიერ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დაუყოვნებლივ მიღება წარმოადგენს“.
წყარო: http://www.mdfgeorgia.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)