en
ge

EMC საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის გასაუბრების პროცესს ეხმიანება

EMC საპროკურორო საბჭოში ირაკლი შოთაძის გასაუბრების პროცესს ეხმიანება

თბილისი. დღეს, 4 თებერვალს, საპროკურორო საბჭომ, გენერალური პროკურორობის კანდიდატთა შერჩევის კონკურსის ფარგლებში, ირაკლი შოთაძეს მოუსმინა. ამასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განცხადებას ავრცელებს.

„სისტემის განვითარების სტრატეგიებზე მსჯელობისას, ირაკლი შოთაძის გასაუბრებას მუდმივად თან სდევდა წინა ხელისუფლების დროს არსებული მძიმე მემკვიდრეობის შედეგებზე ხაზგასმა. თუმცა, ამ პერიოდზე რაიმე პასუხისმგებლობას თავად შოთაძე არ გრძნობს იმის მიუხედავად, რომ 2006 წლიდან თავადაც იკავებდა პროკურატურის და ფინანსური პოლიციის მაღალ თანამდებობებს“, - აღნიშნულია განცხადებაში, - „EMC კიდევ ერთხელ მოუწოდებს საპროკურორო საბჭოს: მხარი არ დაუჭიროს ირაკლი შოთაძის კანდიდატურას გენერალური პროკურორის თანამდებობაზე; დაასაბუთოს და გაასაჯაროოს თითოეული წარდგენილი კანდიდატის შესახებ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება; წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩიოს და პარლამენტს წარუდგინოს პოლიტიკურად ნეიტრალური, შესაბამისი კვალიფიკაციის და დამსახურების მქონე კანდიდატი“.

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023