საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის პარტნიორობით, დაიწყო სოციალურ-ეკონომიკური რეაგირება COVID-19-თან დაკავშირებულ გამოწვევებზე.
პროექტი საქართველოს ოთხ მიზნობრივ მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. კორონავირუსის გავრცელების ამ ეტაპზე გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ გაწეული მნიშვნელოვანი მხარდაჭერით, წითელი ჯვრის საზოგადოება სასურსათო და ჰიგიენურ ამანათებს დაურიგებს 60 წელს გადაცილებულ სოციალურად დაუცველ მარტოხელა ხანდაზმულებს.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)