თბილისი. 17 აგვისტოს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (GYLA), გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის შესრულებასთან დაკავშირებით, კოალიციური ალტერნატიული ანგარიში წარუდგინეს.
ალტერნატიული ანგარიში მომზადებულია საქართველოს მიერ სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის შესრულების განხილვის მეხუთე ციკლის ფარგლებში. ანგარიში აფასებს პაქტში წარმოდგენილ ყველა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებასთან მიმართებაში ბოლო 6 წლის მანძილზე განვითარებულ ძირითად მოვლენებს, ასევე შეფასებულია წინა, მეოთხე ციკლის ფარგლებში კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
წყარო: www.gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)