თბილისი. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშოისო საზოგადოებამ (ISFED) გამოავლინა 34 ფეისბუქ-გვერდი, რომელიც კოორდინირებულად, არაავთენტურად იქცევა და პროპაგანდისტული ნარატივების გამავრცელებელ ორგანიზაცია “ალტ-ინფო”-სთან არის დაკავშირებული.
„ალტ-ინფო“ თავს ალტერნატიული ინფორმაციის წყაროს უწოდებს, რეალურად კი - ის ანტილიბერალურ, ანტისაიმიგრაციო, ლგბტქი თემის საწინააღმდეგო და ანტიდასავლურ პროპაგანდას ეწევა“, - ვკითხულობთ ISFED-ის მიერ წარმოდგენილ ანგარიშში, - „სამართლიანმა არჩევნებმა“ „ფეისბუქზე“ „ალტ-ინფოს“ კოორდინირებული მოქმედება გამოავლინა, რომლის მეშვეობითაც ორგანიზაცია ცდილობს საკუთარი კონტენტის „ფეისბუქ“ მომხმარებლებზე შენიღბულად და მასობრივად გავრცელებას. ამჟამად, „ალტ-ინფოს“ მთავარ იარაღს წარმოადგენს ონლაინ ვიდეო-გადაცემების გაზიარება მათთან დაკავშირებულ 34 „ფეისბუქ“ გვერდზე, რომელთაგან 12 გვერდი ღიად, ხოლო 22 - გვერდი ფარულად არის აფილირებული „ალტ-ინფოსთან“.
34 გვერდის გარდა გამოიკვეთა 25 საჯარო ჯგუფი, რომლებშიც აქტიურად ზიარდება „ალტ-ინფოს“ სიახლეები, მათგან 7 ჯგუფი მჭიდროდ არის კოორდინირებული და შენიღბულად ეწევა „ალტ-ინფოს“ პროპაგანდას.
„ალტ-ინფოს“ ფარულად გამავრცელებელ 22 გვერდს ჯამში 365,549 გამომწერი ჰყავს, ხოლო ოფიციალურად მოქმედ 12 გვერდს - 157,640. მჭიდროდ კოორდინირებულ 7 ჯგუფში სულ 169,734 მომხმარებელია გაწევრიანებული, დანარჩენ 18 ჯგუფს კი, ჯამურად 777,679 წევრი ჰყავს“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)