თბილისი. „საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხელშეწყობა ცვლილებებისათვის“ პროგრამის ფარგლებში ევროპის ფონდი აცხადებს საგრანტო კონკურსს ჟურნალისტებისა და მედია საშუალებებისთვის სამართლებრივი დახმარების გასაწევად.
საგრანტო კონკურსის მიზანია, ორგანიზაციებმა, რომლებსაც აქვთ მედია სამართლის ექსპერტიზა და ჟურნალისტებისა თუ მედიასაშუალებებისათვის სამართლებრივი დახმარების გაწევის გამოცდილება, მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა ევროპის ფონდისგან, რათა მათ შეძლონ, ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებულ საქმეებზე მედიასა და ჟურნალისტებს უფასო იურიდიული მომსახურება გაუწიონ.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)