თბილისი. ორგანიზაციამ „პარტნიორობა დამიანის უფლებებისთვის“ (PHR), პანდემიის პერიოდში, სამსახურიდან გათავისუფლების გამო, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ე.ა. „უნივერსალური სამედიცინო ცენტრიდან“ (ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო), დირექტორის ბრძანებით გათავისუფლდა.
„2020 წლის აპრილში, ე.ა.-ს, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესების გამო სამსახურის დროებით დატოვება მოუწია. იმ დღის ჩატარებული ანალიზებით ცხადი იყო, რომ ე. ა.-ს მეუღლეს შესაძლოა სიცოცხლის რამდენიმე საათი ან დღე ჰქონოდა დარჩენილი. ე.ა., როგორც მეუღლის ერთადერთი მომვლელი, ვალდებული იყო, მკურნალი ექიმის მოთხოვნით, ქმრის ჰოსპიტალიზაცია რამდენიმე საათში განეხორციელებინა. სამწუხაროდ, ჰოსპიტალიზაციიდან 3 კვირაში ე.ა.-ს მეუღლე გარდაიცვალა“, - ვკითხულობთ PHR-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, - „ონკოლოგიურმა საავადმყოფომ ე.ა.-ს საავადმყოფოს დატოვების გამო სასტიკი საყვედური გამოუცხადა. მეუღლის გარდაცვალებიდან რამდენიმე დღეში კი, სამსახურიდან გაათავისუფლა „არასაპატიო მიზეზით“ სამსახურის გაცდენისა და შემცვლელის მოსვლამდე მორიგეობის დატოვების გამო“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)