პანდემიის პირობებში გენდერული საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, თარგმნა გაეროს მიერ მომზადებული პოლიტიკის კვლევის დოკუმენტი - „COVID-19-ის გავლენა ქალებზე“.
ახალი კორონა ვირუსით გამოწვეული (COVID-19) პანდემია ნეგატიურ გავლენას ახდენს გენდერულ თანასწორობაზე. საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მომატებულია გენდერული ნიშნით ძალადობის რისკები, გართულდა მისაწვდომობა ქალთა ჯანმრთელობის სერვისებზე, შემოსავლებზე და საარსებო წყაროზე, განათლებაზე, სუფთა წყალსა და საკვებზე.
გაეროს პოლიტიკის კვლევისდოკუმენტი განიხილავს პანდემიის გავლენას ეკონომიკის, ჯანმრთელობის, აუნაზღაურებელი შრომის, გენდერული ძალადობისა და ჰუმანიტარული მისიების თვალსაზრისით.
წყარო: ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)