თბილისი. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი აქვეყნებს კვლევას - „საქართველო და ნატო: მცირე ქვეყანა უსაფრთხოების ძიებაში“.
„1991 წელს, დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული, საქართველოს არასდროს უგრძვნია ცივი ომის დასრულების სიკეთე. ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, მას უწევდა რუსეთისაგან თავისი საზღვრებისა და სუვერენიტეტის დასაცავად ბრძოლა. მიუხედავად რთული დასაწყისისა, საქართველომ მოახერხა მნიშვნელოვანი წინსვლა დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ნატოსთან მჭიდრო თანამშრომლობის დამყარება. თუმცა მისი მთავარი მიზანი - ორგანიზაციაში გაწევრიანების პერსპექტივა კვლავ ბუნდოვნად რჩება”, - ვკითხულობთ კვლევაში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (მაისი 2024-ივლისი 2024)