თბილისი. „უფლებები საქართველოს“ ორგანიზებით, გაიმართა ონლაინ დისკუსია - „ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობა“.
დისკუსიის ფარგლებში, ადვოკატებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის, სასამართლოს, პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობა განიხილეს.
„უფლებები საქართველოს“ ექსპერტებმა, დისკუსიის მონაწილეებს წარუდგინეს ორგანიზაციის მიერ მომზადებული ანგარიში, რომელშიც ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების და პრაქტიკის ჭრილში გაანალიზებულია ელექტრონული მართლმსაჯულების ეფექტიანობა კოვიდ-19 პანდემიის დროს.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)