თბილისი. „უფლებები საქართველომ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელითაც ითხოვს ბათუმის ერთ-ერთ სასტუმროში, კარანტინში მოთავსებული მცირეწლოვანი ბავშვის უფლებების ხელყოფის ფაქტის დადგენას, აგრეთვე მოსარჩელისათვის მორალური ზიანის ანაზღაურებას.
„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და უფლებამოსილი პირები, არ ითვალისწინებდნენ რა ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესი დაცვის პრინციპებს, უხეშად ხელყოფდნენ როგორც საერთაშორისო კონვენციების მოთხოვნებს, ისე ეროვნულ კანონმდებლობას. ორგანიზაციის განცხადებით, ეს ფაქტი განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როდესაც ქვეყანამ მიიღო ბავშვთა უფლებების კოდექსი, რითაც გადადგა ნაბიჯი ბავშვთა უფლებების სფეროში ეროვნული კანონმდებლობის საერთაშორისო აქტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)