თბილისი. თუ ხარ 17 წლის ან მეტის და ფიქრობ, რომ შეგიძლია სხვების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალო, ან თუნდაც გაქვს სურვილი თავისუფალი დრო ნაყოფიერად გაატარო - ეს პროექტი შენთვისაა.
„პროექტი „მესტუმრე“ მიზნად ისახავს კვირაში ერთხელ, ერთი საათის განმავლობაში, მოხუცთა პანსიონებში მცხოვრებ მოხუცებულებს მისცეს ახალგაზრდებთან რეგულარული, სოციალური ინტერაქციისა და სასიამოვნო საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა.
შერჩეული მოხალისეები დატრენინგდებიან მაკ ჯორჯიას გუნდის მიერ და აღიჭურვებიან იმ საჭირო ცოდნით და უნარებით, რაც ექვსი თვის განმავლობაში დაეხმარებათ მოხუცებთან ურთიერთობაში".
დაინტერესების შემთხვევაში - გადადით ბმულზე და დარეგისტრირდით...
წყარო: პროექტის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)