თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო (TI) მიგვაჩნია, რომ თბილისი მერიის მხრიდან პარტია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელის” მიმართ გატარებული სანქციებით შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლება ირღვევა, რაც ხელს უშლის პარტიას აწარმოოს წინასაარჩევნო კამპანია.
„მიმდინარე წლის ივნისის ბოლოდან პარტიამ „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი” ხელმოწერების შეგროვება დაიწყო საბანკო სესხებზე პროცენტის განახევრების მოთხოვნით. ამ მიზნით თბილისის მეტროსადგურებთან განათავსა მცირე ზომის კარვები, რის გამოც, ივნისის შემდეგ თბილისის მერიამ ჯამში 70 000 ლარზე მეტი თანხით დააჯარიმა“, - ნათქვამია TI-ის მიერ გავრცელებულ განცხახებაში, - „მოვუწოდებთ თბილისის მერიას დაიცვას „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონი და შეწყვიტოს პარტია „გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებლის“ დაჯარიმება, აგრეთვე, გააუქმოს უკვე შედგენილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები“.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)